საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით,
თემურ ქეცბაიას ანაზღაურებას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო დაფარავს.
წინასწარი ინფორმაციით, ის თანხა, რომელიც სახელმწიფოსგან ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ხმარდებოდა, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის გამოიყოფა.
თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები