საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, შპს „ჯეო აზ ელ" - ის დირექტორი დავით ცუცქირიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, „ჯეო აზ ელ" - ის სახელით, ერთ - ერთ მეწარმეს 10 000 ლარის სანაცვლოდ, ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა გამოუწერა, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებამ მეწარმისთვის 53 614 ლარის ელექტრო - სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები