აღმოსავლეთ საქართველოში 6 თებერვლიდან ღამით ყინვები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით თბილისში, გასულ ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდა, საგარეჯოში -14; თელავში -12; დედოფლისწყაროში -13; ყვარელსა და სიღნაღში -10; გორში -15; ბაკურიანში -17; აგარაში -12; ახალქალაქში -22. ყველაზე დაბალი ღამის ტემპერატურა წალკაში დაფიქსირდა -25 გრადუსი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ზუგდიდში -5; ზესტაფონში -4; ქუთაისში -2; ქობულეთში -1 მესტიაში -14; ბათუმში +4.
დღეიდან თბილისსა და კახეთში ღამით შედარებით ძლიერი ყინვები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღამით დაბლობში -12;-7; თბილისში -8; მთაში -18; ხოლო მაღალმთაში -25 გრადუსია ნავარაუდევი.
6 თებერვალს დღისით თბილისში +4; აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 0;+5; მთაში -1;+4, მაღალ მთაში -6;-1; გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს +3;+8 გრადუსი; მთაში დღისით -2;+3, ხოლო მაღალმთაში -4;+1 გრადუსია მოსალოდნელი.
ამასთან, დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -3;+2; ზოგან -7, მთაში -13;-8, მაღალმთაში -18;-13 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები