პარლამენტმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” მუშაობა დაასრულა. კოდექსის პროექტი და 25-მდე საკანონმდებლო ცვლილება დეპუტატებმა მესამე მოსმენით, 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-მდე იზრდება. მერები და მუნიციპალიტეტების გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.
მთავრობა და პარლამენტი ასევე შეთანხმდა, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას, საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობა გამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები