თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სერიოზულად გაამკაცრებს ინტერნეტზე კონტროლს. დოკუმენტის თანახმად, მთავრობას უფლება ექნება სასამართლოს სანქციის გარეშე დაბლოკოს ნებისმიერ საიტზე წვდომა. გარდა ამისა, პროვაიდერებს დაევალებათ, ყოველი მომხმარებლის ვიზიტის ისტორია ორი წლის განმავლობაში შეინახონ და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის დაუწყების გარეშე, ის კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ.
მასალის გამოყენების პირობები