ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ყოველწლიური დაჯილდოვება-ცერემონიალი „ბიბლიო“ 2013 დღეს, 6 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაზე აქტიური მკითხველები დააჯილდოვეს და გასული წელი შეაჯამეს.
როგორც რადიო "
ათინათთან" საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ განაცხადა, გასული წელი ბიბლიოთეკის განვითარებისთვის , საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო , მისივე განცხადებით მთელი წლის განმავლობაში მკითხველის რაოდენობა 6396- შეადგენდა და 65 ათასი წიგნი იქნა გატანილი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ასევე 2013 წელს მოხდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება, შეძენილ იქნა 4800 მდე დარგობრივი და მხატვრული წიგნი.
მანანა გვარამიას განცხადებით 2013 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ბიბლიოთეკის მუშაობისთვის.
განიხილეს ასევე სასოფლო ბიბლიოთეკების მუშაობა, ღონისძიებაზე სიგელები მათ მკითცველებსაც გადაეცათ.
შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 140 ათასი ლარით გაიზრდება, 2013 წელს მისი ბიუჯეტი 300 ათას ლარს შეადგენდა.
დღევანდელ ღონისძიებაზე წლის 18 საუკთესო მკითხველს სიგელები გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები