Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/olimpiada77.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი სოჭში დღეს გაიმართება
22-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. მას, არაოფიციალური ინფორმაციით, 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ორგანიზატორები სტუმართა შემადგენლობის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, სავარაუდოდ კი, საპატიო სტუმართა სიაში ვიქტორ იანუკოვიჩი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი და გაეროს გენერალური მდივანი იქნებიან. საზეიმო ცერემონიალში კი ტრადიციული რუსული ატრიბუტიკა იქნება გამოყენებული. წინასწარი ინფორმაციით, ცერემონიალში ზამთრის სახეობის ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენები და რუსი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების დახურული რეპეტიცია სოჭში ორი დღის წინ გაიმართა, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი სოჭში დღეს 20 საათსა და 14 წუთზე დაიწყება, და მას პირდაპირში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. ოლიმპიადის გახსნამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ და რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში მყოფი მაღალი რანგის პირებისთვის მიღება გამართეს. მას ჩინეთის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი და სხვა საერთაშორისო ლიდერებიც ესწრებოდნენ. სადღესასწაულო ვახშამზე სტუმრებს სიტყვით ვლადიმერ პუტინმა მიმართა.
 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.