სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.
საქართველო ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე, იასონ აბრამაშვილი და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები