რ შეიძლება სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ "ფეისბუქზე". არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები