გეგუთის კოლონიაში წუხელ თვითდაზიანება 11-მა პატიმარმა მიიყენა. პატიმრებმა ფეხები და ხელები დაისერეს. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები საუბრობენ , რომლებიც მეორე დღეა, 24 საათიან რეჟიმში კოლონიასთან აქციას მართავენ.
პატიმრებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ოთხდღიანი შიმშილობისას შედეგს ვერ მიაღწიეს. მათი მოთხოვნა გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელობის გადადგომა იყო. პატიმრები ადმინისტრაციას ცემაში ადანაშუალებენ.
პატიმრები, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს, ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გაიყვანეს, მათ შორის ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში რჩება სამი მსჯავრდებული. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ipn
მასალის გამოყენების პირობები