ორშაბათიდან, რუსეთის მხრიდან აფხაზეთში შესვლის მსურველი უცხოელები, ე.წ.ვიზას პირდაპირ საზღვარზე მიიღებენ. დე- ფაქტო საგარეო საქმეთა საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელის მარტინ ტარკილის თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული წესები მხოლოდ სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას იმოქმედებს.
აფხაზეთში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ რუსეთის ფედერაციის და დსთ–ს ქვეყნების, სამხრეთ ოსეთის, ასევე ვანუატუს, ვენესუელას, ნაურუს, ნიკარაგუას და დნერპისპირეთის თვითგამოცხადებული მოლოდოვას რესპუბლიკის მოქალაეებს.
მასალის გამოყენების პირობები