ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას ამერიკის შეერთებული შტატები დაასპონსორებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კნუდ ბარტელსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ქართული მხარე 2015 წლიდან გახდება.
"უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი 2015 წლიდან და სპონსორი სახელმწიფო უკვე შეირჩა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას ნატოს სამხედროებთან, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები