Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/215972233.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/215972233.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/215972233.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/215972233.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
„მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია
12 თებერვალს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსი“. სიის სათავეში, საუკეთესო შედეგებით იგივე ქვეყნების სამეული რჩება - ფინეთი, ნიდერლანდი და ნორვეგია. თურქმენეთი, ჩრდილოეთი კორეა და ერითრეა კი კვლავაც სიის ბოლოში მოექცნენ. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ყოველ წელს აქვეყნებს „მედიის თავისუფლების ინდექსს“ და ზომავს ინფორმაციის თავისუფლების ხარისხს ცალკეულ ქვეყანაში. ეს ნაშრომი ასახავს ჟურნალისტების, მედია-ორგანიზაციებისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხს. დოკუმენტში აგრეთვე ფასდება, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. „მედიის თავისუფლების ინდექს - 2014“-ში 180 ქვეყნის მდგომარეობაა ასახული. სიაში საქართველოს 84-ე ადგილი უკავია (შარშან მე-100 იყო), სომხეთი წელს 78-ე ადგილზეა (2013-ში 74-ეზე იყო), აზერბაიჯანი წელს 160-ე ადგილზეა (2013-ში 156-ე ადგილი ეკავა). წელს ერთი ადგილით ქვემოთ - 126-დან 127-ეზე ჩაინაცვლა უკრაინამ. რუსეთი კვლავაც 148-ე ადგილზეა. შუა აზიის ქვეყნების პოზიციებს რაც შეეხება, ყაზახეთი - 161-ე ადგილზეა, უზბეკეთი - 157-ეზე, თურქმენეთი 178-ზე, ყირგიზეთი -106-ზე. ორგანიზაციის - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა იოან ბირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების ხარისხი ყოველწლიურად სუსტდება და მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ნაკლებად დამაიმედებელია. იოან ბირი რუსეთზე ამბობს: „2013 წელს რუსეთში შემზღუდავი კანონების მთელი კასკადი შემოიღეს, რამაც შეავიწროვა ინფორმაციის თავისუფლების ასპარეზი. მაგალითად, ახალი შეზღუდვების გასამართლებლად გამოიყენება ტრადიციული ღირებულებები - ასე იყო, როცა მოხდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კრიმინალიზაცია, ან იმავე ღვთისგმობის აკრძალვა. რუსეთში ჟურნალისტებს აკავებენ მათი საქმიანობის გამო“. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წარმომადგენელმა უკრაინის შესახებ შენიშნა, რომ „მედიის თავისუფლების ინდექსში“ არ არის ასახული უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები. თუმცა, ამ პროცესის წინმსწრები ფაქტები არანაკლებად შემაშფოთებელ ტენდენციებზე მიანიშნებდა. იოჰან ბირი გულისხმობს უკრაინაში წამყვანი მედიის მთავრობის მხარდამჭერი ოლიგარქების ხელში მოქცევას, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გახშირებას, რაც დაუსჯელი რჩება, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინების მცდელობას, მათ შორის მათი ელექტრონული ფოსტის გატეხვითა და ანონიმური სატელეფონო ზარებით. იოან ბირი ნაკლებად დამაიმედებელ სურათს აღწერს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში და თვლის, რომ ტაჯიკეთში პოლიტიკური კონტექსტის შეცვლის გარეშე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მედიაში არ არის მოსალოდნელი. ყაზახეთში კი, მისი თქმით, 2012 წლის დასაწყისში დახურეს ყველა ნაციონალური ოპოზიციური მაუწყებელი. მას შემდეგ ყველა კრიტიკულად განწყობილი მედია-საშუალება, რომელიც კი ადგილობრივ დონეზე მუშაობს, ან ცდილობს ნაციონალური მასშტაბით გაავრცელოს ინფორმაცია, ხდება შეთითხნილი ბრალდებების მსხვერპლი. ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე იოან ბირმა განაცხადა: "ამ ორ ქვეყანაში იზღუდება მედია-პლურალიზმის ლამის ყველა გამოვლინება. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ განხორციელდა უხეში თავდასხმა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე. ეს პროცესი გაგრძელდა აშკარად გაყალბებული არჩევნების შემდეგაც“. იოან ბირი თვლის, რომ მოლდავეთში, საქართველოში, სომხეთსა და ყირგიზეთში მნიშვნელოვანწილად არსებობს პლურალიზმი და შედარებით ნაკლებია სახელმწიფო ცენზურა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ არის გამოწვევები. კერძოდ, ბირი შენიშნავს, რომ მედიაში ძალიან მძაფრად აისახება სოციალური პოლარიზაცია და ამ ქვეყნებში ძალიან დიდ გამოწვევად რჩება სარედაქციო დამოუკიდებლობა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების უფროსი იოან ბირი ცალკეულ ქვეყანაზე კიდევ რამდენიმე პრობლემის შესახებ შენიშნავს: „ყირგიზეთის შემთხვევაში უნდა ითქვას აგრეთვე სიძულვილის ენის პრობლემაზეც, რასაც ძალიან მასშტაბური ხასიათი აქვს. საქართველოსა და სომხეთში არჩევნები ადრინდელებთან შედარებით გაცილებით მშვიდად ჩატარდა. ორივეგან იშვიათი იყო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, პროგრესი იყო სახელმწიფო მაუწყებლების მუშაობაში მიუკერძოებლობის თვალსაზრისით“. www.radiotavisupleba.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.