ავიაკომპანია ,,აირზენამ’’ რუსული მხარისგან სოჭის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულების ნებართვა მიიღო. თბილისსა და სოჭს შორის პირდაპირი ავიარეისების სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც განხორციელების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
როგორც ,,აირზენას’’ გენერალური დირექტორი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, მათ რუსულ მხარეს ფრენების გაგრძელების ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართეს და პრეზიდენტის განცხადების პარალელურად კომპანიამ რუსული მხარისგან დასტური მიიღო. იასე ზაუტაშვილის თქმით, სოჭის მიმართულებით ,,აირზენამ’’ ფრენები 4 თებერვალს დაიწყო, ხოლო რეისები კვირაში ორჯერ სრულდება.
,,აირზენა’’ მიმართულების დატვირთვით კმაყოფილია და შესაძლოა კვირაში ფრენების სიხშირე 2-დან 4-მდე გაზარდოს. ამ დროისთვის სოჭის მიმართულებით ფრენის ღირებულება 140 ევროდან იწყება.
commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები