Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/CBD99BBB-B743-424B-980C-6545DE0D3A43_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
თბილისი სოჭის ოლიმპიადის ვიზიტორებს აფხაზეთში უკანონო შესვლის წინააღმდეგ აფრთხილებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში  მონაწილე ქვეყნების ეროვნული დელეგაციების წევრები და მოქალაქეები, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთიდან შესვლა კანონის დარღვევაა და საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ამ განცხადებას წინ უძღოდა სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ უცხოელებისთვის, რომელთაც რეგიონში შესვლა რუსეთიდან სურთ, ფსოუს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც სოჭიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებაორებს. „აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ პროვოკაციულ ქმედებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს უცხო ქვეყნების მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც საქართველოს მიერ არ კონტროლდება, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ წესის დარღვევა ისჯება ფულადი ჯარიმით, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა უცხოეთის ქვეყნებს გააფრთხილონ თავიანთი მოქალაქეები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ მოუხდენია რეაგირება სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების მიერ 7 თებერვალს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებასთან დაკავშირებით. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები, ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ თიბილოვი გვერდიგვერდ ისხდნენ ფიშტის სტადიონზე იქვე ახლოს, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სხვა უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენლები ისხდნენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.