შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უაკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, თეიმურაზ დ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები