მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საგამოძიებო სამსახური კომპანიაში შესვლის მიზეზს არ აკონკრეტებს.
ამ ეტაპზე „ჯეოსელში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ 13 თებერვალს, "ჯეოსელის" სათავო ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები შემოწმების მიზნით შევიდნენ. საქმის ვითარებაში სრულად გარკვევამდე კომპანია კომენტარისგან თავს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები