სოჭში ქართველი სპორტსმენების შემადგენლობას ელენე გედევანიშვილი შეუერთდა. ის ოლიმპიურ სოფელში კანადიდან ჩავიდა. ელენე გედევანიშვილი 19 თებერვალს იასპარეზებს და მაყურებლის წინაშე ორი პროგრამით წარდგება.
"ყინული ყველგან ყინულია. მე უნდა გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო. ვცდილობ, რომ ნეგატიურ ფაქტებს იგნორირება გავუკეთო და მარტო პოზიტიურზე ვიფიქრო", - განუცხადა ელენე გედევანიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ქართველ მოთხილამურეებს, ისინი შეჯიბრში 18 თებერვალს ჩაერთვებიან, მათ შორის ქართული ოლიმპიური გუნდის მედროშე ნინო წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები