წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული.
როგორც ბათუმის "შერატონში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო კვირაში დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული.
ამასთან, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სულ 42 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათგან სტუდენტი 29 ათასი გახდა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რით არის განპირობებული, რომ წელს 45 ათასზე მეტ ადგილზეა კონკურსია გამოცხადებული, როცა გასულ წელს სულ 29 ათასი სტუდენტი გახდა, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ უმაღლესი სასწავლებლები უკიდურესად დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მეტი საკონკურსო ადგილი ჰქონდეთ. ამის გამო, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი ფაკულტეტებიც იხსნება, რომელთა კურსდამთავრებულებს მომავალი არ აქვს და პროფესიას ვერ გამოიყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები