რა განაჩენს გამოიტანს ქუთაისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა დასკვნითი სიტყვა. პროცესზე სიტყვით ბრალდებულებიც წარდგნენ.
დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება და აცხადებს, რომ ბრალდებამ რეალური მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
პროკურატურა მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ამომრჩევლის მოსყიდვას, თანხების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ეხება. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები პროგრამაში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები