ზუგდიდში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს პროექტების განსახორციებლად 1 მილიონ 8 ათასი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ორგანიზებულად განხორციელება.
როგორც თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსმა ოთარ კონჯარიამ აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში . ქვეყნის მასშტაბით კი სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მისივე თქმით პრიორიტეტი სოციალ–ეკონომიკური პროექტების განხორციელებას მიენიჭება.
ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას განცხადებით, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოების განხორციელება მარტის შუა რიცხვებისთვის დაიწყება და სოფლის მოსახლეობა პრიორიტეტებს თავად განსაზღვრავს. თანხის გამოყოფა კი სოფლებში დასახლებული მოქალაქეების რაოდენობის მიხედვით იქნება განსაზღვრული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის თანამშრომლები, ა/ო წარმომდგენელი და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები