კიევის ცენტრში ამ დროისთვის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ევრომაიდანზე შეკრებილებს სცენიდან მოუწოდებენ, რომ გაამაგრონ ბარიკადები და პროვოკაციებს არ წამოეგონ.
აქტივისტებს გარდაცვლილთა ცხედრები დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, სასტუმრო "უკრაინაში" გადააქვთ.
მაიდნის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ოლგა ბოგომოლეცის განცხადებით, სასტუმროში ამ დროისთვის 30 ცხედარია. მისივე თქმით, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 351 მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს სნაიპერები ესვრიან.
მასალის გამოყენების პირობები