კიევში, მაიდნის დასაცავად ლვოვიდან მილიციელები, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილოვსკის მოედანზე, 100-მდე ლვოველი პოლიციელი და ოფიცერი მივიდა, რომლებიც გუშინ ხალხის მხარეს გადავიდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაიდანზე 5 ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი.
კიევში მომხდარი შეტაკებებისას, არაოფიციალური ინფორმაციით, 100-მდე ადამიანია გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები