ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. ამასთან, როგორც ავაკოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, ძებნა გამოცხადდა რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე. სისხლის სამართლის საქმე მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის ფაქტზე აღიძრა.
"იანუკოვიჩი გაუჩინარდა. 21 თებერვალს იანუკოვიჩი, კლუევთან ერთად კიევიდან ხარკოვში გაფრინდა, 22-ში კი ხაკოვიდან – დონეცკში. მოგვიანებით კი დონეცკიდან ყირიმში გადავიდა. როდესაც მან შეიტყო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ალექსანდრე ტურჩინოვს დაეკისრა, იანუკოვიჩი დაცვას დაემშვიდობა და მათ სახელმწიფო დაცვაზე ოფიციალური უარის განცხადება გადასცა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი კლუევთან და დაცვის თანამშრომლების ნაწილთან ერთად, სამი მანქანით გაურკვეველი ვითარებით გაუჩინარდა", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
მასალის გამოყენების პირობები