კიევში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. უკრაინის დედაქალაქში ის გვიან ღამით ჩავიდა და აეროპორტიდან პირდაპირ მაიდანზე მივიდა.
სააკაშვილმა დემონსტრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ევროპული მომავლის გამარჯვებაა. მისი განცხადებით, გადამწყვეტი ბრძოლა წინ არის და უკრაინელებს მოუწოდა, არ დანებდნენ.
სცენაზე გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, ასევე დაათვალიერა ბარიკადები და ევრომაიდნისთვის დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო. სააკაშვილი უკრაინაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები