ამ წუთებში პეტრე უბერის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია. როგორც რადიო "ათინათს " სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა განუცხადა, ადგილზე სამაშველო რაზმია მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
თვითმხილველების განმარტებით სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც ხანძრის ლიკვიდაცია დროულად ვერ მოხერხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგანაც სახლში ხანძრის გაჩენის მომენტში არავინ იმყოფებოდა. თვითმხილველის განცხადებით ხანძარი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ საწყობში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები