კონგრესმენების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი უკვე მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. გამოცემა The Hill-ი ინიციატივას ვრცელ სტატიას უძღვნის.
“დროა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევა არ დაიშურონ”, - ამ სათაურით კი პუბლიკაცია ინტერნეტ გვერდ Commonspace-ზე გამოქვეყნდა.
სტატიის ავტორი ანალიტიკოსი დენის სემუტია, რომელიც წერს, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ავტორის თქმით, ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნატო-მ საქართველოს MAP-ი ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე უნდა მიანიჭოს.
ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ სტატიას აქვეყნებს სააგენტო "როიტერიც", სადაც ავტორი ყურადღებას საქართველოს პრემიერისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრაზე ამახვილებს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა, ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაში დაეხმაროს.
მასალის გამოყენების პირობები