აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში, რომელიც 2013 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება, დაგმობილია საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან მოხელეთა გათავისუფლება ყოფილ მმართველ პარტიასთან მათი კავშირის გამო. „2013 წელს მსოფლიოს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარების შესახებ“ ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საქართველოზეა ლაპარაკი, აღნიშნულია, ამასთანავე, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ეფექტიანად იქნა ჩატარებული და იყო გამჭვირვალე. დოკუმენტში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე სერიოზულ პრობლემად დასახელებულია მზარდი სოციალური ძალადობა ლგბტ-თემის წევრთა მიმართ და ის, რომ მთავრობამ პასუხი ვერ აგებინა დამნაშავეებს. კრიტიკის სახით, ანგარიშის შემდგენლებს მოჰყავთ, ასევე, ადგილობრივი ხელმძღვანელების ჩარევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებაში, შეიკრიბონ და თავისუფლად ჩაატარონ ღვთისმსახურება. სხვა პრობლემათა შორისაა დასახელებული პატიმრების მიმართ პოლიციის მოპყრობა, ციხეებში არსებული პირობების არადამაკმაყოფილებელი დონე, რომელიც, ანგარიშის თანახმად, უმჯობესდება.
მასალის გამოყენების პირობები