ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა „ნონას“ ორგანიზებით ჩემპიონატი 26 თებერვლიდან დაიწო და ის ცხრა ტურადაა დაყოფილი.
ჩემპიონატში 8 დან 12 წლამდე ასაკის ვაჟები და გოგონები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. როგორც
რადიო "ათინათს" ჭადრაკის სკოლის დირექტორმა გიორგი ბერიამ განუცხადა, შეჯიბრება შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ტარდება და მასში რეგიონის სხვადასხავა ქალაქებისა და რაიონების სამოცდაათამდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
მისივე განმარტებით 2 მარტს გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან, ასევე გამოვლინდებიან საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურის მფლობელი მოჭადრაკეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში.
მასალის გამოყენების პირობები