ყირიმში, წუხელ გვიან ღამით ყირიმელი თათრების მეჯლისმა კიროვის სამხედრო აეროპორტი დაიკავა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. "კიროვის სამხედრო აეროპორტი დავიკავეთ. სამხედროებით დატვირთული 16 სამხედრო სატვირთო მანქანა აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდა", - განაცხადა ყირიმელი თათრების მეჯლისის პრესმდივანმა ლეილა მუსლიმოვამ.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმში, "სიმფეროპოლის" აერპორტი ამ დრომდე არ იღებს რეისებს, ყირიმის საჰაერო სივრცე კი ბლოკირებულია.
უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ ყირიმის პარლამენტმა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი სპეცდანიშნულების რაზმი "ბერკუტი" შექმნა, რომელიც უშუალოდ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას დაექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები