"დიდი რვიანის" სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების , კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც "თეთრი სახლის" ვებგვერდზე გავრცელდა.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერის აზრით, რუსეთმა დაარღვია ის პრინციპები, რომლითაც "დიდი რვიანი" მუშაობს. აქედან გამომდინარე, შვიდი ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ "დიდი რვიანის" სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც სოჭში, ივნისის თვეში იყო დაგეგმილი. ეს პაუზა კი გაგრძელდება მანამ, სანამ ვითარება არ დარეგულირდება.
ამასთან, შვიდი ქვეყნის ლიდერმა რუსეთს მოუწოდა ყირიმის საკითხი უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ან საერთაშორისო შუამავლების მეშევობით, მაგალითად გაერო-ს მეშვეობით გადაწყვიტოს.
მასალის გამოყენების პირობები