უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პარლამენტმა, შესაძლოა, კიდევ ერთი დოკუმენტი მიიღოს.
კანონმდებლები აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომებზე იმსჯელებენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რა სახის იქნება პარლამენტის განცხადება.
უკრაინაში შექმნილ ვითარებას მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკანონმდებლო ხელისუფლებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დროულად მიღებისაკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები