ქალაქის ცენტრში მოქალაქეები, 5 არასამთავრობო ორგანიზაციისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეიკრიბნენ. ისინი აქციაზე ტრანსპარანტებით მივიდნენ, წარწერით - Stop Russia.
აქციის მონაწილეების ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, უკრაინაში მოხალისედ წავიდნენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრები უმცირესობიდან - როლანდ ახალაია, აკაკი მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი შეუერთდნენ. შეკრებაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი და ადვოკატი გიორგი ონიანი.
ზუგდიდში ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის მხარდამჭერი უკვე მეოთხე აქცია ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები