Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/A-44_header_durum_wheat_630x315.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/A-44_header_durum_wheat_630x315.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/A-44_header_durum_wheat_630x315.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/A-44_header_durum_wheat_630x315.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, სპეციალისტები ხორბლის გაძვირებას არ გამორიცხავენ
თუ უკრაინაში დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდა, ხორბალი და სიმინდი გაძვირდება, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსის" ეკონომიკური პორტალ BPN-ს სატრეიდერო კომპანია "აგრიკომის" დამფუძნებელმა, კოკი ოსიპოვმა განუცხადა. მისი თქმით, არეულობის გამო უკრაინაში საგაზაფხულო სამუშაოები, სავარაუდოდ, შეფერხებით ჩაივლის: ქვეყანაში სარისკო საინვესტიციო გარემოა - ის სამოქალაქო ომისა და დეფოლტის წინაშე დგას, ბანკებს კი ასეთ ვითარებაში სექტორის დაკრედიტება გაუჭირდებათ. ამასთან, აგროვადების დაცვას მოსავლიანობაზე უდიდესი გავლენა აქვს. "მართალია, ამ ეტაპზე, სასურსათო ხორბალი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სამაგიეროდ, საფურაჟე ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით, ჩვენი ძირითადი მომწოდებელია. გარდა ამისა, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ხორბლის ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და ფასების დაწესებაში სერიოზულ როლს თამაშობს", - აღნიშნა ოსიპოვმა. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო, ხორბლის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა, მარცვლეული უკვე გააძვირა, თუმცა ნაწილობრივ, რუბლის გაუფასურების, ნაწილობრივ, გაზაფხულის დადგომისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების გამო, საქართველოს მარცვლეული, ჯერჯერობით, კვლავ სასურველ ფასად (280 დოლარი/ტონაზე) მიეწოდება. თუმცა, თუ პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში სასწრაფოდ არ დარეგულირდება, კოკი ოსიპოვი ხორბლისა და სიმინდის მნიშვნელოვან გაძვირებას ვარაუდობს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის კრიზისი მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა. მაისის კონტრაქტები ხორბალზე 3,2%-ით გაძვირდა და ბუშელზე 4,78 დოლარი შეადგინა, 5,2%-ით მოიმატა სიმინდის ფასებმა, 6,33 დოლარამდე ბუშელზე. ექსპერტებს განსაკუთრებით აწუხებთ ყირიმში არსებული სიტუაცია, რომლის პორტები მარცვლეულის გადაზიდვებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ipn.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.