რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის მოზღვავება შეინიშნება. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინელი მესაზღვრეები იტყობინებიან. მათი ცნობით, ყირიმის გარდა, რუსეთი სამხედრო შენაერთების მობილიზაციას უკრაინასთან სახმელეთო საზღვრის მიმდებარედაც ახორციელებს.
სამხედრო ტექნიკა მობილიზებულია საზღვართან ახლოს, რუსეთის ტერიტორიაზე ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ეს მონაცემები, უკრაინელი მესაზღვრეების აზრით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები