ევროკომისარი ოფიციალურ შეხვედრებს დილიდან იწყებს. პირველ შეხვედრას ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
ასევე დაგეგმილია მთავრიბის საკანონმდებლო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი შეხვედრის დროს ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 21 მილიონის ევრო გამოეყოფა.
ევროკომისარმა თბილისში ჩამოსვლისას კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები