ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ყველა სახის სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს. განცხადება ამის შესახებ პენტაგონში გააკეთეს.
შეჩერებულია ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ასევე - ორმხრივი კონფერენციები და დაგეგმილი მოლაპარაკებები. შეწყდა მოლაპარაკებები ინვესტირების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები ამერიკამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მიიღო.
მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბარაკ ობამა. მისი თქმით, რუსეთი, უკრაინასთან მიმართებაში, საერთაშორისო სამართალს არღვევს. ობამას განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯარები შეიყვანოს ყირიმში, რუსეთს ძვირი დაუჯდება.
ამერიკის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
მასალის გამოყენების პირობები