,,კომერსანტის’’ ინფორმაციით, თვითმფრინავის გარეშე დარჩენილ მესტიის აეროპორტს თვითმფრინავს მთავრობა შეუძენს.
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის გოჩა ხორგუანის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ავიასერვისმა’’ ფრენა გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეწყვიტა და უკვე 2 კვირაა მესტიაში ავიამიმოსვლა შეჩერებულია .
ხორგუანის თქმით, მუნიციპალიტეტი მთავრობისგან თანხის გამოყოფას ელოდება და მას შემდეგ რაც მესტიაში ფრენებს მთავრობის ბალანსზე არსებული თვითმფრინავი განახორციელებს, მგზავრობის ტარიფი 40-45 ლარამდე შემიცირდება.
,,თვითმფრინავი რეისებს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით უცვლელ რეჟიმში კვირაში ორი დღე შეასრულებს“ აცხადებს ხორგუანი.
შეგახსნებთ, მესტიის მიმართულებით ფრენებს ჯერ კანადური „კენ ბორეკ ეარი“, ხოლო შემდეგ კი ქართული ,,ავიასერვისი’’ ასრულებდა და ფრენის ღირებულება კანადური კომპანიის შემთხვევაში 75 ლარით, ხოლო ,,ავიასერვისის’’ შემთხვევაში 50 ლარით განისაზღვრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები