გენმოდიფიცირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე - არასამთავრობო ორგანიზაცია სოიოზე ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
"სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დასკვნის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ გამოტანილი ყველა სახეობის პროდუქცია გენური ინჟინერიით არის მიღებული და ეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულ საკვებ პროდუქტს შესაბამისი მარკირება არ აქვს.
საშიშია თუ არა გენმოდიფიცირებული სოიო ჯანმრთელობისთვის - ამ შეკითხვაზე მედიკოსებს ცალსახა პასუხი არ აქვთ, თუმცა ექიმების ნაწილი თანხმდება, რომ გენური ინჟინერიით დამზადებული სოიოს ფარში, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები