ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება , რომლითაც 18 ყოფილი მაღალჩინოსნის ანგარიშები გაიყინა, Eur-Lex-ზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 5 მარტს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სხვადასხვა პირების აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ითვალისწინებს იმ მიზეზით, რომ ისინი უკრაინაში კანონდარღვევაში არიან შემჩნეული.
დოკუმენტი დღეს გამთენიისას გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.
ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა, ვისი ანგარიშებიც ევროკავშირმა გაყინა, არიან ექს-პრეზიდენტის შვილები – ალექსანდრე და ვიქტორ იანუკოვიჩები, უკრაინის ყოფილი შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, ყოფილი გენპროკურორი ვიქტორ პშონკა და მისი შვილი, დეპუტატი არტემ პშონკა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ელენა ლუკაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი კლიუევი და მისი ძმა, დეპუტატი სერგეი კლიუევი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი და მისი შვილი, "რეგიონების პარტიის" წევრი ალექსეი აზაროვი, ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო და სხვა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სია შესაძლოა, ვითარების მიხედვით შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები