"პოლიტიკურმა მდგომარეობამ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს", - განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კრემლი ყველა ძველ პარტნიორთან კავშირს ინარჩუნებს, თუმცა უფასოდ აღარავის არაფერი ერგება.
განცხადება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ “გაზპრომი” უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეღავათებს უუქმებს. კომპანია კიევს დავალიანების - თითქმის 2 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები