ევროპის უსაფრთხოება ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა და არსენ იაცენიუკმა აუდიენციის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, იაცენიუკმა აღნიშნა, რომ კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა და განაცხადა, რომ კიევი ელის, როდის დაიხევს უკან კრემლი.
მასალის გამოყენების პირობები