Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/3798322799.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 914 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2012 წლის წინასწარ და 0,3 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 198 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 170 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 138 მლნ. აშშ დოლარით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიხედვით, პირველ ადგილზე 20 პროცენტით ნიდერლანდები იმყოფება, მეორეზე - ლუქსემბურგი 16 პროცენტით, მესამეზე - ჩინეთი 11 პროცენტით. მეოთხეზე - აზეირბაიჯანი 10 პროცენტით, მეხუთეზე - თურქეთი 8 პროცენტით და ა.შ. ცნობისთვის, 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სულ 8,270,9 მლნდ. აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 2,015.0 მლნ. აშშ დოლარი 2007 წელს დაფიქსირდა, რაც 69.3%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს. ინვესტიციების მაღალი ტემპი შენარჩუნებული იყო 2008 წლის აგვისტომდე. 2012 წელს, საქართველოში 911,6 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 18.4%-ით ნაკლებია 2011 წლის მონაცემებზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.