ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადამღებ ჯგუფთან კავშირი გუშინ საღამოს გაწყდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფხაზეთში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტები სასტუმროდან დასაკითხად უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
"გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი გაიტაცეს. "1+1" ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით და მიმართავს რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებას სიტუაციის გარკვევისთვის", - ნათქვამია უკრაინული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
მასალის გამოყენების პირობები