აფხაზეთიდან უკრაინული ტელეარხის, "1+1"-ის გადამღები ჯგუფის დეპორტირება მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ აფხაზეთიდან ჟურნალისტების დეპორტაცია მოახდინეს. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში უკრაინაში ჩავლენ.
"1+1"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ნატალკა პისნია და ოპერატორი სერგეი კისილიოვი აფხაზეთში ყოფნისას, გუშინ სასტუმროდან დასაკითხად უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები