Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/svanetiya3-15.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის აშენებასთან დაკავშირებით სამართლიან არგუმენტებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე ხაიშში, ჰესის აშენების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას. არავინ ეხება სვანურ კულტურას და ჩვენ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. სვანური კულტურა, რა თქმა უნდა, არ დგას საფრთხის წინაშე, პირიქით, მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის. საქართველო არის მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა და მე ამ მრავალფეროვნების მთავარი დამცველი ვარ. უბრალოდ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ამ ჰესის აშენება, სვანურ კულტურას გაანადგურებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებით მას აქვს პოზიცია, რომ ყველა მოქალაქის აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული. "არასოდეს სახელმწიფო არ გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგო ქმედებას. უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება. ამ ხალხს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ჰესის აშენება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, სვანებისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის, ამ ყველაფრის შემდეგ თუ მათ ისევ არ მოუნდებათ ჰესის აშენება და ექნებათ მყარი არგუმენტები, სამართლიანი არგუმენტები, ამას მე აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ ის არგუმენტები რაც თქვენ მოგყავთ, არასწორია და შეცდომაში შეიყვანს მსმენელს. ზოგადი შეფასებები, რომ ტენიანობა გაიზრდება, ფრესკები შეიძლება დაზიანდეს, არასწორია. ფრესკებს სჭირდება მოვლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.