Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/fanjikiZe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/fanjikiZe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/fanjikiZe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/fanjikiZe1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა საქართველოს პრემიერს და შეატყობინა, რომ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეები ორდინალური ანუ ჩვეულებრივი პასპორტებით 90 დღემდე უვიზოდ შესვლას შეძლებენ. "მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მისი ყოფილი კოლეგა და სწორედ პრემიერის მიერ 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ისრაელის სახელმწიფო აუქმებს ვიზებს 90 დღემდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იქ მიემგზავრებიან ჩვეულებრივი პასპორტით. ამ შეთანხმების ძალაში შესვლას გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, და მას ჰქონდა 90-დღიანი ვადა პარლამენტში რატიფიკაციის შემდეგ გასავლელი, რის შემდეგაც ის შევიდოდა ძალაში, მაგრამ ისრაელის სახელმწიფომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სასიხარულო, არ დაელოდა ამ პროცედურებს, შეთანხმება ძალაში შეიყვანა ახლა. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუძლია ჯერჯერობით თქვენ გითხრათ უფრო მეტი დეტალი ამის თაობაზე, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის გაფიცული და, შესაბამისად, ვერ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე განმარტებით, საგარეო უწყება საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, ამ განცხადების მოსმენისთანავე ნუ გაემგზავრებიან ისრაელში და დაელოდონ საგარეო უწყების ვებგვერდზე განცხადებების გავრცელებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.