დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში დღეს 8,5 კაპიკით გაიზარდა და 36,4865 რუბლი/დოლართან შეადგინა, შესაბამისად, 2009 წლის თებერვლის შემდეგ ახალი ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, რუბლის კურსმა მასთან მიმართებაში დღეს 8,86 კაპიკით მოიმატა და 50,5 ნიშნულზე შეჩერდა, ანუ, წელს უკვე მეთერთმეტედ რეკორდი მოხსნა.
”გრძელდება რუბლის დასუსტება, რომელიც კაპიტალის გადინებით არის გამოწვეული, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია უკრაინის კრიზისსა და რუსეთთან ყირიმის შესაძლო გაერთიანებასთან”, - აცხადებს ”აბსოლუტ ბანკის” სავალუტო ოპერაციების ანალიტიკოსი ანტონ ტოკმაკოვი.
მისი თქმით, რუბლის კატასტროფულ გაუფასურებას, ჯერჯერობით, რუსეთის ცენტრალური ბანკი აფერხებს, რომელიც კურსის შენარჩუნებაზე უცხოურ ვალუტას ინტენსიურად ყიდის. თუმცა, გეოპოლიტიკური რისკების გაღრმავებასთან ერთად ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება სავალუტო რეზერვები უფრო აქტიურად ხარჯოს, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
bpn
მასალის გამოყენების პირობები