ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას აპირებენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ლიგა.ნეტი" წერს, ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არის, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ყირიმის მოვლენების გამო, ქვეყანაში გაძლიერდეს ქუჩის დემონსტრაციები და ანტიამერიკული აქციები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს, ხალხის მასას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გაფრთხილება ძალაში მიმდინარე წლის 13 ივნისამდე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები