მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო , ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 136–კმ157(ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისათვის, შეზღუდვა რჩება მხოლოდ გუდაური–კობის მონაკვეთზე. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი შუადღემდე მოიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები